დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. პატიმრის დედის, ნათია შენგელიას თქმით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რაც შეეხება , სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაას სადაც წერია, რომ პატიმარი ბადრაგს უკნიდან მიეპარა, ამოაცალა იარაღი და 3-ჯერ ისროლა, მათ შორის თავში, ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა:
ექიმი ჩამოვიდა ახლა და მითხრა, რომ ჯანმრთელობის მხრივ არაფერი არ არის შეცვლილი, ისევ არის პრეპარატებით ხელოვნური პულსაცია და წნევას ინარჩუნებენ. კრიტიკულ ზღვარზე ვართ და 3 დღე დასჭირდება ალბათ. 3 -დან 5 დღემდე დრო გვაქვსო, დავადგინოთ წამოვა თუ არა.
საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იარაღიანი ადამიანი ჩემი შვილის ოთახში და მითუმეტეს ცვლა იყო თუ არა ექიმის გარეშე არაფერი არ უნდა ჩატარებულიყო. ყველაფერი არის სიცრუე. თუ ცვლა იყო გარედან არის ხომ ცვლა, შიგნიდან რანაირად ცხრაკლიტული უნდა გაიღოს, რომ ჩემი შვილი მივიდეს იქამდე და რანაირად?, ეგ ყველაფერი არის სიცრუე", - ამბობს პატიმრის დედის, ნათია შენგელია
პატიმრის დაჭრის ფაქტზე მოკვლევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გურამ სვანიძის ოჯახის წევრები უწყებაში იმყოფებიან და გამოძიების მასალებს ეცნობიან. სამართალდამცავებს უკვე უკვე აქვს კლინიკიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც მომხდარი ინციდენტია ასახული.