დასანქცირებული რუსი ოლიგარქის $75 მილიონიან იახტას, გიბრალტარში აუქციონზე გამოიტანენ

გამოქვეყნდა:

დასანქცირებული რუსი ოლიგარქის დიმიტრიევიჩ პუმპიანსკის იახტას, სამშაბათს გიბრალტარში, აუქციონზე გამოიტანენ.

იახტა Axioma გიბრალტარმა მარტში, ამერიკული ბანკის JP Morgan-ის მოთხოვნით დააკავა. ბანკი აცხადებს, რომ იახტის მფლობელს, $20 მილიონიანი ვალი ბანკისთვის არ დაუბრუნებია.

BBC-ის ინფორმაციით,  Axioma 72.5-მეტრიანია და  გემის 6 კაბინაში 12 ადამიანი თავსდება. ეკიპაჟის 20 წევრისთვის კი დამატებითი სივრცეა გამოყოფილი. იახტაში არის საცურაო აუზი, ჯაკუზი, სპა და 3D კინოთეატრს.

$75 მილიონის ღირებულების იახტა დიზაინერ ალბერტო პინტოს დიზაინით, 2013 წელს თურქეთში ააწყვეს. მას თავდაპირველად “წითელი მოედანი” ერქვა, შემდგომ კი Axioma.

ეს არის პირველი ჩამორთმეული ძვირადღირებული იახტა, რომელიც გაიყიდება მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის, რუსი ოლიგარქები დაასანქცირეს.

ოლიგარქი პუმპიანსკი ფოლადის მილების მწარმოებელი და "გაზპრომისთვის" მიმწოდებელი კომპანია OAO TMK-ის მფლობელია. ის 58 წლისაა და დაახლოებით 1,84 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ქონება აქვს. სანქცირებულია დიდ ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი