
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მდივნის მოადგილემ, უოლი ადეემომ სატელეფონო საუბრისას, თურქი კოლეგა იუნუს ელიტაში გააფრთხილა, რომ რუსული სუბიექტები და კერძო პირები ცდილობენ გამოიყენონ თურქეთი, რათა გვერდი აუარონ დასავლეთის სანქციებს, რომლებმაც რუსეთს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დაუწესეს.
BBC-ის ცნობით, უოლ ადეემომ და იუნუს ელიტაშმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ძალისხმევა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი არ შეუერთდა ნატოს მოკავშირეების მიერ დაწესებულ მრავალრიცხოვან სანქციებს.