
ოკუპირებულ მარიუპოლში უცნობმა პირებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქალაქის "მერად" დანიშნული კონსტანტინ ივაშჩენკოს მოკვლა სცადეს - ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის ლეგიტიმური მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ანდრიუშჩენკოს თქმით, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა - "მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, კიდევ იქნება", - ხაზგასმით აღნიშნა ანდრიუშჩენკომ.
რუსული Telegram არხების ინფორმაციით, მარიუპოლის ზოოპარკის შესასვლელთან სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული და ის ივაშჩენკოს შესვლისას აფეთქდა, თუმცა დაშავებული არავინაა.