კიდევ ერთი ავტოკატასტროფა თურქეთში - დაღუპულია 16 და დაშავებულია 29 ადამიანი

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - დაღუპულია 16 და დაშავებულია სულ მცირე 29 ადამიანი. შემთხვევა ამჯერად  მარდინის პროვინციაში მოხდა. 

დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. დაშავებულებიდან კი რვა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ მანქანას დაეჯახა და ამობრუნდა. მოგვიანებით კი, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას და შეკრებილ ხალხს დაეჯახა.

შეგახსენებთ, რომ ავტოკატასტროფა დღეს თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაშიც მოხდა. იქ დაიღუპა 16 და დაშავდა 21 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი