ზელენსკის თქმით, რუსეთი შესაძლოა მომავალ კვირას შეეცადოს რაიმე „განსაკუთრებული სისასტიკე“ ჩაიდინოს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა მომავალ კვირას შეეცადოს რაიმე „განსაკუთრებული სისასტიკე“ ჩაიდინოს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ კვირაში რუსეთი შეიძლება შეეცადოს რაღაც განსაკუთრებით ამაზრზენსა და განსაკუთრებით სასტიკს. ასეთია ჩვენი მტერი. მაგრამ ნებისმიერ სხვა კვირაში ამ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთი ყოველთვის იგივეს აკეთებდა - ამაზრზენსა და სასტიკს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა უკრაინელების დამცირება, მათი შესაძლებლობებისა და გმირობის გაუფასურება, სასოწარკვეთის, შიშის და კონფლიქტის გაღვივება.

"ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი წუთით არ დანებდეთ მტრის ამ წნეხს, არ გამოვავლინოთ სისუსტე. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მტრის ნებისმიერ პროვოკაციას" ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი