მოსკოვში ალექსანდრ დუგინის ავტომობილი ააფეთქეს | დაიღუპა მისი შვილი, დარია დუგინა

გამოქვეყნდა:

კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მოსკოვის ოლქში, სოფელ ბალშიე ვიაზემისთან მოხდა. დაახლოებით 21:00 საათზე "ტოიტას" მარკის ავტომობილში სავარაუდოდ, ასაფეთქებელი აფეთქდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. 

შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დუგინის შვილის გარდაცვალების შესახებ ე.წ. დონეცკის "სახალხო რესპუბლიკის" ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა განაცხადა და მომხდარზე პასუხისმგებლობა "უკრაინელ ტერორისტებს" დააკისრა.

ამასთან, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსანდრ დუგინი და მისი შვილი ღონისძიებიდან სახლში ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა დუგინი საბოლოოდ ავტომობილში არ ჩაჯდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი