რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერის, სერგეი ბრაჩუკის ინფორმაციით, აგრესორებმა 5 რაკეტა შავი ზღვიდან გაუშვეს. 

ორი ფრთოსანი რაკეტა უკრაინელებმა ჩამოაგდეს, სამი კი ოდესის რაიონში, ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა. 

ბრაჩუკის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი