ალბანეთში რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც იარაღის საწარმოში შეღწევას ცდილობდნენ

გამოქვეყნდა:

ალბანეთში რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც იარაღის საწარმოსი შეღწევას ცდილობდნენ. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეჩერების მცდელობისას ორი ალბანელი ჯარისკაცი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. 

"ქარხნის დაცვის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება, მაგრამ სამი უცხოელის შეჩერების მცდელობისას ჩვენი ორი ჯარისკაცი დაშავდა", - ნათქვამია განცხადებაში.

დაშავებული ჯარისკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება თავდამსხმელებს, 24 წლის რუსი კაცი, 33 წლის რუსი ქალი და 25 წლის უკრაინელი კაცი ადგილზე დააკავეს. ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამის თქმით, დაკავებულები ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი