
ინდოეთში მეწყერს და წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გასული 3 დღის განმავლობაში, ინდოეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. რთული ვითარებაა ინდოეთის ჩრდილოეთით, ჰიმჩალ-პრადეშის შტატში, სადაც მეწყერმა და წყალდიდობამ 36 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მეზობელ უტარაკჰანდის შტატში კი 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაკარგულად ითვლება.
რაც შეეხება ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ოდიშას და ჯახანდის შტატებს, აქ სტიქიამ სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 800 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლების მიტოვება, 120 ათასი ადამიანი კი თავშესაფრებშია გადაყვანილი.