რუსეთის იზოლაცია პრაქტიკულად შეუძლებელია - შოიგუ

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ რუსეთის იზოლაცია პრაქტიკულად "შეუძლებელია".

"მუდმივი ხმამაღალი განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ იმის მაჩვენებელია, რომ ეს ასე სულაც არ არის. საერთოდაც, ამის მიღწევა ძალიან რთულია, რადგან უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოა თავისი ფართობითა და ტერიტორიით. ეს არის ქვეყანა მოწინავე მეცნიერებით, კარგად განვითარებული მრეწველობით, სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსებით", - ამბობს შოიგუ.

როგორც მან აღნიშნა, ბევრი იმედოვნებდა, რომ რუსეთის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რაიმე სახით იმოქმედებდა იმ საწარმოთა და კომპანიების რაოდენობაზე, რომლებიც მონაწილეობენ "არმია 2022-ის “ ფორუმში, თუმცა მისივე თქმით, მათზე განხორციელებულმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა.

"მე გეტყვით, რომ მეგობრები მეგობრებად დარჩნენ. მათზე ყველა მხრიდან განხორციელებულმა უძლიერესმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა", - თქვა სერგეი შოიგუმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი