უკრაინის პორტები სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა კიდევ 4-მა გემმა დატოვა

გამოქვეყნდა:

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის პორტები სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა კიდევ 4-მა გემმა დატოვა. 2 გემი დილით ჩერნომორსკიდან გავიდა, 1 ოდესიდან, 1 კი იუჟნიდან.

სამინისტროს ცნობით, თურქეთში დღეს 5 გემი შემოწმდება. მათგან ოთხი ცარიელია და უკრაინაში ტვირთის გადასატანად არის განკუთვნილი, ხოლო 1 უკრაინიდან გატანილი პროდუქტებით არის დატვირთული.

შეგახსენებთ, თვეების განმავლობაში უკრაინას არ შეეძლო მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი მის სანაპირო ზოლთან იყო განლაგებული. თურქეთმა და გაერო-მ შეძლეს ამ საკითხზე კიევთან და მოსკოვთან გასულ თვეში შეთანხმება, რის შემდეგაც მარცვლეულის ექსპორტი განახლდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი