ბადრაგმა ზურგით მიუშვირა იარაღი, ფაქტობრივად, "ამომაცალეო" ისე დაუდგა - თბილისში დაჭრილი პატიმრის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

დაჭრილი პატიმრის, გურამ სვანიძის ადვოკატი ბადრაგების არაპროფესიონალიზმზე საუბრობს. ზურაბ როსტიაშვილის თქმით, კადრებში ჩანს, რომ შეიარაღებული ბადრაგი პატიმარს ზურგით დაუდგა, რითაც სვანიძეს იარაღის აღების შესაძლებლობა მისცა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მომხდარის ამსახველი კადრების სრულ ვერსიას მათ საგამოძიებო უწყება 2-3 სამუშაო დღეში გადასცემს.  

"სრულყოფილი კადრები უნდა ამოიღონ, რაც მოხდა. იქ იყო მოკლედ ნაჩვენები იარაღის ამოღება და ა.შ. სრულყოფილ კადრებს ველოდებით და 2-3 დღეში ყველა კადრი უნდა გვქონდეს თავიდან ბოლომდე. ზურგით მიუშვირა იარაღი ფაქტობრივად, ამომცალეო აი ისე დაუდგა, ამომაცალე იარაღი იყო. იარაღის ამოცლის შემდეგ მიხვდა, რომ იარაღი ამოაცალეს, კარგად არ ჩანდა, სავარაუდოდ კაბურაში იყო. ეს უნდა გაეგო უნდა დაეჭირა ხელები, არ მიეცა საშუალება და ეს უბედურება არ მოხდებოდა. როდესაც ასეთ სამსახურში უშვებ პიროვნებას, რაღაც გამოცდილება ხომ უნდა ჰქონდეს, რაღაც კურსები ხომ უნდა გაატარონ. ეტყობა რა ვიცი, საერთოდ მოუმზადებელი იყო", - ამბობს ადვოკატი.

28 წლის გურამ სვანიძე 20 აგვისტოს თავში მიყენებული ცეცხლნასროლი  ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გუშინ შეიყვანეს. მანამდე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ციხის ადმინისტრაციამ კი სვანიძის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. შემთხვევაც სწორედ ამ დაწესებულებაში მოხდა.

დაჭრილი პატიმრის მდგომაროება კრიტიკულია. გურამ სვანიძის ოჯახი, უცხოეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანას ითხოვს, რადგან მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი ისრაელში გადაყვანა შეუძლებელია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი