შვილის გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრ დუგინი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ალექსანდრ დუგინი გულის შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი. რუსული მედიის ინფორმაციით,  მას ჯანმრთელობის პრობლემები შვილის მკვლელობის შემდეგ შეექმნა.

დარია დუგინა გუშინ საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის  წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა.

​რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტერაქტი დაგეგმილი იყო. ოფიციალური კრემლი არაფერს ამბობს, მაგრამ მათთან დაკავშირებული წყაროები მომხდარში უკრაინას ადანაშაულებენ. ოფიციალური კიევი კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. 

ცნობისთვის, დარია დუგინა მხარს უჭერდა ომს უკრაინაში და პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ე.წ "დონბასის სახალხო ლაშქრის" მებრძოლებთან. ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, ის დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მიერ სანქცირებული იყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი