სროლა ლაგოდეხში - სავარაუდო დამნაშავემ გაქცევა სცადა

გამოქვეყნდა:

სროლა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში. დაჭრილია 47 წლის მამაკაცი, რომელსაც დაზიანება სახისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს შელაპარაკება სუფრაზე მოუვიდა, რა დროსაც სანადირო თოფიდან ესროლეს.

სავარაუდო ბრალდებულმა გაქცევა სცადა, თუმცა თანმხლებ პირთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. ორივე მათგანს სამედიცინო დახმარება გუშინ ღამესვე გაეწია.

საქმე აღძრულია ორი მუხლით, 117-ე, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და 236-ე, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი