რუსეთი ადასტურებს, რომ უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი" სამჯერ გამოიყენა

გამოქვეყნდა:

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი" სამჯერ გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ​რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინაში რაკეტები სამივე შემთხვევაში "მნიშვნელოვან სამიზნეებს მოხვდა". 

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს, ჩვენ სამჯერ გამოვიყენეთ იგი უკრაინაში", - ამბობს შოიგუ.

​მისივე თქმით, აღნიშნული რაკეტები "შეუდარებელია", რადგან ფრენისას მისი ჩამოგდება შეუძლებელია. 

ცნობისთვის, "კინჟალის​არის ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ნაწილი, რომელიც 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წარადგინა. პუტინმა თქვა, რომ რაკეტებს "შეუძლიათ დაარტყან მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და თავი აარიდონ აშშ-ს მიერ შექმნილ ანტისარაკეტო ფარს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი