
სომალის შეიარაღებულმა ძალებმა, სასტუმრო "ჰაიატში" ისლამისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია დაასრულეს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 117 - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეიარაღებული ძალები აფრიკის რქის ქვეყანაში 30 საათის განმავლობაში ებრძოდნენ "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-შაბაბის“ მებრძოლებს, რომებმაც სასტუმრო 19 აგვისტოს დაიკავეს.
არსებული ინფორმაციით, სომალის სპეციალური ძალების მიერ სასტუმროს გათავისუფლების ოპერაცია 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სომალის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მხოლოდ საავადმყოფოს მონაცემებზე დაყრდნობითაა და შესაძლებელია არსებობდნენ გარდაცვლილები, რომლებიც თავად ნათესავებმა დაკრძალეს.