დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია | რა მოხდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში - ოჯახი ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

28 წლის გურამ სვანიძის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმები ოჯახს მხოლოდ ტელეფონით ატყობინებენ ინფორმაციას და ეუბნებიან, რომ პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ პატიმარმა იარაღით დაზიანება მაშინ მიიყენა, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან უკან, გლდანის ციხეში გადაჰყავდათ. მან იარაღი ერთ-ერთ ბადრაგს წაართვა. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით დაიწყო, თუმცა პატიმრის ოჯახს რეალური შედეგის იმედი არ აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი