სინგაპურში უქმდება კანონი, რომელიც გეი სექსს კრძალავს

გამოქვეყნდა:

სინგაპურში გაუქმდა კანონი, რომლითაც გეი სექსი იკრძალებოდა. კანონით ქვეყანაში ლეგალური გახდება იყო ქვიარი.

გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ლი სიან ლუნმა ეროვნულ ტელევიზიაში გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ რამდენიმეწლიანი დებატები უძღოდა.

LGBT აქტივისტებმა მთავრობის ეს ნაბიჯი კაცობრიობის გამარჯვებად შეაფასეს.

ქალაქ-სახელმწიფო თავისი კონსერვატორული ღირებულებებითაა ცნობილი, თუმცა ბოლო წლებში იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც კოლონიალიზმის დროს მიღებული კანონის, 377A-ს გაუქმებას უჭერენ მხარს.

მანამდე, ორივე მხარის დასამშვიდებლად,  მთავრობის პოზიცია იყო, რომ კანონი შეენარჩუნებინათ, თუმცა არ მომხდარიყო სამართლებრივი რეაგირება.

ბოლო სატელევიზიო ეთერში პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ისინი გააუქმებდნენ კანონს, ვინაიდან მას სჯერა, რომ "ეს სწორი საქციელი იქნება და სინგაპურელები ამას მიიღებენ". 

მანვე აღნიშნა, რომ "გეი ადამიანებს ახლა უფრო უკეთ იღებენ" და იმედოვნებს, რომ ამ ჩანაწერის გაუქმებით "გეი სინგაპურელებს შვებას" მისცემს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი