
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკა უკიდურესად სახიფათოა და შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ძალების შეტაკება - აცხადებს რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.
„ნატოს ქვეყნების დესტრუქციული კურსი უგულებელყოს ჩვენი წითელი ხაზები და ჩაერთოს რუსეთთან დაპირისპირებაში უკრაინაში, რომელიც დაბალანსებულია პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, უკიდურესად სახიფათოა. ამას შეიძლება მოჰყვეს ბირთვული სახელმწიფოების შეტაკება, რასაც მოჰყვება მძიმე შედეგები“, - განაცხადა მან.
რიაბკოვის თქმით, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა უნდა დაიცვან ერთმანეთთან ომის დაუშვებლობის პოსტულატი.