
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არ გამორიცხავენ მტრის შეიარაღებულ პროვოკაციას უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის, თუმცა აცხადებენ, რომ მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, თუნდაც კრიზისული.
სარდლობის სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, განიხილება სხვადასხვა სცენარები:
"ჩვენი სამხედროები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის... განიხილება სხვადასხვა ვარიანტები და კრიზისული სიტუაციები. საჰაერო ძალების ჯარისკაცები დაიცავენ ჩვენს ცას. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა იცოდეთ, რისთვის ემზადება მტერი, მიმდინარეობს მუდმივი დაზვერვა, უნდა იცოდეთ, მტრის რა ძალები საშუალებებია კონცენტრირებული ჩვენს საზღვრებთან“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
მისი თქმით, უკრაინული მხარე ითვალისწინებს და აკონტროლებს რუსული თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების არსებობას ბელარუსში, ყირიმის ტერიტორიაზე და რუსეთში "ათეულობით აეროდრომზე", ასევე სარაკეტო იარაღს, რომელსაც მტერი უკრაინის გარშემო აგროვებს.
"ჩვენ დავაკვირდებით და ვეცდებით ადეკვატურად ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც მტერმა ალბათ მოამზადა ჩვენი მთავარი დღესასწაულისთვის" - დასძინა იგნატმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ შავ ზღვაში საზღვაო ფლოტი გაზარდა. კერძოდ, იქ იმყოფება საკრუიზო რაკეტების ხუთი გადამზიდი, ასევე სადესანტო ხომალდი. ამის თაობაზე ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.
უკრაინა ეროვნულ დღესასწალს 24 აგვისტოს აღნიშნავს.