
24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია ლელო აქციას აანონსებს.
მსვლელობა 19:00 საათზე თბილისში რესპუბლიკის მოედანზე და ბათუმში ერას მოედანზე გაიმართება:
"24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს
“ლელო საქართველოსთვის” გიწვევთ შემოუერთდეთ საქართველოს უკრაინულ თემსა და უკრაინის მეგობრებს:
თბილისი, რესპუბლიკის მოედანი, 19:00 - მსვლელობა პარლამენტისკენ
ბათუმი, ერას მოედანი 19:00 - მხარდამჭერი აქცია;20:00 - საქართველო-უკრაინის მეგობრობის აღსანიშნავი კონცერტი-ღონისძიება ანბანის კოშკთან", - წერია განცხადებაში.
ფოტო: ლელო