
უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მტერს სარაკეტო სისტემა HIMARS-ის პოზიციების შესახებ გადასცეს ინფორმაცია.
მათ ოკუპანტებს გადასცეს შეიარაღებული ძალების პერსონალისა და აღჭურვილობის განლაგების ადგილების ზუსტი კოორდინატები, მათ შორის HIMARS -ის რეაქტიული საარტილერიო სისტემების საბრძოლო პოზიციები. გარდა ამისა, მოღალატეებმა შეაგროვეს ინფორმაცია ადგილობრივი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გეოლოკაციისა და ექსპლუატაციის შესახებ - ნათქვამია SBU-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დივერსანტების ინფორმაციის საფუძველზე, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ სელიდოვეში წყალმომარაგების სისტემა დაბომბეს. მიღებულ ინფორმაციას ოკუპანტებს ისინი ე.წ. დნრ-ის სახალხო მილიციის თანამშრომლის შუამავლობით აწვდიდნენ. ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის კი იყენებდნენ რუსულ სოციალურ ქსელ „ვკონტაკტეს“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მტკიცებულების სახით ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები და მობილური ტელეფონები.