დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა - რუსეთის ФСБ ამტკიცებს, რომ საქმე გახსნა

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ( ФСБ) ამტკიცებს, რომ დეზინფორმაციული ვებსაიტის რედაქტორი, დარია დუგინას მკვლელობა გახსნეს. უწყება მომხდარში უკრაინის სპესამსახურებს ადანაშაულებს. ФСБ ამბობს, რომ დანაშაულის ჩამდენი უკრაინელი ქალია.

"დადგინდა, რომ დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ვოვკ ნატალია პავლოვნა, დაბადებული 1979 წელს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ცნობით, ქალი 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა და იქირავა ბინა იქ, სადაც დუგინა ცხოვრობდა. უწყება ამტკიცებს, რომ მან ეს დუგინაზე ინფორმაციის შეგროვების მიზნით გააკეთა. 

ფსბ ამბობს, რომ მკვლელობის დღეს ქალი და მისი ქალიშვილი იმყოფებოდნენ ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც დუგინა საპატიო სტუმრად იყო მიწვეული. 

რუსეთი ამბობს, რომ დუგინას მკვლელობის შემდეგ ისინი პსკოვის რეგიონის გავლით, ესტონეთში გაემგზავრნენ. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი