უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანტონოვსკის ხიდს ისევ დაარტყეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ხერსონში, ანტონოვსკის ხიდს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს. ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს უწყება. როგორც ბრიფინგზე თქვეს,მტერი ხიდის აღდგენას ვერ შეძლებს. 

თავდასხმა დღეს მოხდა. 

წინასწარი მონაცემებით, დაფიქსირდა 8-10 დარტყმა. არსებობს ინფორმაცია, რომ აფეთქებამდე ხიდზე საბრძოლო მასალით დატვირთული 9 კამაზი მოძრაობდა.

ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში უკრაინელმა სამხედროებმა რამდენჯერმე მიიტანეს იერიში ანტონივსკის ხიდზე, რამაც ოკუპანტებში პანიკა გამოიწვია, ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ოკუპირებული ხერსონიდან მათი და მათ ოჯახების მასობრივი გადინება შეინიშნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი