
უკრაინამ თითქმის 9 ათასი გმირი დაკარგა რუსეთთან ექვსთვიანი ომის დროს- განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ დღეს, 22 აგვისტოს გამართულ ფორუმზე Defenders. Roll Call.
"ამ ომში მონაწილეობენ არა მარტო სამხედრო მოსამსახურეები და არა მხოლოდ ისინი, ვინც იარაღი აიღეს - ჩვენი პატარა ბავშვები, რომლებიც არაფერში არიან დამნაშავენი, გარდა იმისა, რომ ზუსტად აქ და ზუსტად ამ დროს დაიბადნენ. მათ არ ესმით რა ხდება, მაგრამ მათ აუცილებლად სჭირდებათ დაცვა, რადგან მათი მამა ფრონტზე წავიდა და შესაძლოა ერთ-ერთია იმ 9000-მდე დაღუპული გმირიდან“, - თქვა ზალუჟნიმ.
უკრაინის გენერალური შტაბის 22 აგვისტოს მონაცემებით, რუსეთმა ომის დროს თითქმის 45 500 სამხედრო დაკარგა. თავად რუსეთის ფედერაციაში კი დანაკარგებზე არ საუბრობენ.