ბავშვების კარანტინში გამოკეტვას სასამართლოში გაასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

კარანტინში ბავშვის უკანონოდ მოთავსების დავაზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება. საუბარია უფლებადამცველ ანა არღანაშვილის შვილზე, რომელიც დედასთან ერთად უკვე მეშვიდე დღეა კარანტინშია, რადგან თვითიზოლაციაზე კატეგორიული უარი უთხრეს.

კატრანტინში კი ბავშვისთვის სტრესული და სრულიად შეუსაბამო პირობებია, მათ შორის საკვებიც. დედა ამბობს, რომ მათ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

მე ვითხოვ, ბავშვს მიეცეს საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში ყოფნის უფლება. ასევე ვითხოვ იმასაც, რომ გააკონტროლოს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არღვევს მოქალაქის უფლებას, სასამართლომ უნდა გამოასწოროს ეს უფლებები და ზედამხედველობა განახორციელოს ამ კუთხით ადმინისტრაციულ ორგანოებზე და მთავრობაზე. ასევე სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურებას, როგორც კომპენსაციას, - აცხადებს არასრულწლოვნის დედა, უფლებადამცველი ანა არღანაშვილი. 

 ადვოკატი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ბავშვები, რომელთაც ახლო კავშირები აღმოაჩნდათ გავლენიან პირებთან, არიან თვითიზოლაციაში, ხოლო სხვებს კარანტინის გავლა უწევთ და სწორედ თვითიზოლაციაში დარჩენის უფლებას მოითხოვენ სასამართლოსგან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი