რუსი ოკუპანტები ტყვეობაში მყოფ მარიუპოლის მცველებს არწმუნებდნენ, რომ ისინი უკრაინას არ სჭირდებოდათ

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები ტყვეობაში მყოფ მარიუპოლის მცველებს არწმუნებდნენ, რომ ისინი უკრაინას არ სჭირდებოდა, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ტყვეობიდან გათავისუფლებულმა აზოვის ბატალიონის მებრძოლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, რუს ოკუპანტებს ისინი სოციალურ ვაკუუმში ჰყავდათ და მხოლოდ ის ესმოდათ, რასაც რუსები ამბობდნენ. 

"ჩვენ სოციალურ ვაკუუმში ვიყავით და მხოლოდ ის გვესმოდა, რასაც რუსები ამბობდნენ. ის, რომ ჩვენს ქვეყანას, პრეზიდენტს, ხალხს საერთოდ არ ვჭირდებით, ასევე ამბობდნენ,  რომ მოგვკლავდნენ, ან მსგავსი რამ მოხდებოდა", - ამბობს უსიჩენკო

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზოვის პოლკის ჯარისკაცმა დიმიტრი უსიჩენკომ, რომელიც რუსული ტყვეობიდან ახლახან გაათავისუფლეს, მარიუპოლში არსებულ ვითარებასა და დამპყრობლების შიშზე ისაუბრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი