პოლიციელები სისტემას ტოვებენ | რატომ გარბიან სამართალდამცველები უწყებიდან და ქვეყნიდან

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცდილი და ახალბედა ძალოვანები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის გარდა გომელაურის უწყებიდან თანამშრომელთა გადინების მთავარი მიზეზი ის უკანონო დავალებებია, რომლის შესრულებასაც პოლიციელებს ავალდებულებენ.

ზეწოლა, მუქარა, დაშინება და თვალთვალი - ამ მეთოდებით კი სამინისტროს მმართველი რგოლი იმ თანამშრომლებს ებრძვის, ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

ძალოვანთა გადინების სახიფათო პროცესებზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, "ქართული ოცნება" კი არ ასაჯაროებს ოფიციალურ სტატისტიკას, რამდენმა პოლიციელმა დატოვა უწყება, ვაკანსიების გამოცხადებას კი იმ აქტით ხსნიან, რომ მრავალრიცხოვან სამინისტროს დამატებითი კადრები სჭირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი