
პუტინის მთავარი იდეოლოგის შვილის ლიკვიდაციის მიღმა რუსული ФСБ უკრაინულ კვალს ეძებს. დარია დუგინას მანქანის აფეთქებიდან 24 საათში კრემლის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გააჟღერა ვერსია, რომელზეც რუსი მაღალჩინოსნები გუშინვე საუბრობდნენ, რომ დუგინას ლიკვიდაცია კიევმა დაუკვეთა, შემსრულებელი კი აზოვის პოლკის წევრია.
ოფიციალური კიევი პროპაგანდისტის შვილის მკვლელობასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს - დუგინას მკვლელობაში კი პუტინის პროვოკაციულ გეგმას ხედავს. 24 აგვისტოს - უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს - მარიუპოლში აზოველების საჯარო სადამსჯელო ღონისძიება იგეგმება, ამ სისასტიკის გასამართლებლად კი პუტინს მიზეზი სჭირდებოდა.
დღესვე, კრემლის იდეოლოგის შვილის ლიკვიდაციაზე პასუხისმგელობა ნაციონალურმა რესპუბლლიკურმა არმიამ აიღო. გავრცელებულ მანიფესტში ორგანიზაციის წევრები ღიად ამბობენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე - ვლადიმერ პუტინია.
ავტორი: ზურა პეტროსიანი