აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვას არ გეგმავს

გამოქვეყნდა:

აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვას არ გეგმავს, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ამერიკული მედია ციტირებს.

მოხსენებაში წერია, რომ 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა დაახლოებით 5 ათასი ადამიანის შესვლა ქვეყანაში, რომლებიც ამა თუ იმ გზით მონაწილეობდნენ უკრაინაზე თავდასხმაში. მათი თქმით, ეს მუშაობა გაგრძელდება. 

"მაგრამ ამავდროულად, შეერთებულ შტატებს არ სურს გზა გადაუკეტოს საკუთარ თავს რუსეთში დევნილთა და მათ, ვინც საფრთხე ემუქრება. ჩვენ გვინდა მკაფიო ხაზი გავუსვათ რუსეთის მთავრობასა და რუსეთში მცხოვრებ ხალხს შორის“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი და პოლონეთი რუსებისთვის ვიზების სრული აკრძალვის მომხრენი არიან, განსაკუთრებით კი რუსი ტურისტებისთვის, თუმცა მსგავსი  აკრძალვის წინააღმდეგი არიან გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და მთლიანად ევროკომისია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი  შესაძლო აკრძალვას "დისკრიმინაციას" უწოდებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი