
ფინეთის პრემიერმინისტრის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პრემიერმინისტრმა ნარკოლოგიური ტესტი მას შემდეგ გაიკეთა, რაც გასულ კვირას წვეულების დროს გადაღებული მისი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ სანა მარინის გარშემო სკანადალი მას შემდეგ აგორდა, რაც სოციალურ მედიაში მისი ცეკვის კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ის ფინელ დეპუტატებთან და პოპ ვარსკვლავებთან ერთად კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე ცეკვავს.