ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩეველი ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 38-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ ფაუჩი მზადაა ორივე თანამდებობა დეკემბერში  თავისი კარიერის "შემდეგი თავის გასაგრძელებლად“ დატოვოს. 

"ჩემთვის პატივი იყო ამ უწყებისთვის მეხელმძღვანელა“, - თქვა ფაუჩიმ 

ცნობისთვის ფაუჩი COVID 19 ის პერიოდში ამერიკში პოპულარული პირი გახდა. მისი განცხადებები და მოსაზრებები სამედიცინო წრეებში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ყურადსაღები იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი