ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ექსპორტზე 10 მლნ ტონა მარცვლეული და მზესუმზირის ზეთი გაიტანა

გამოქვეყნდა:

ომის დაწყების შემდეგ, ბოლო ხუთნახევარი თვის განმავლობაში უკრაინამ ექსპორტზე 10 მლნ ტონა სურსათი გაიტანა, მათ შორის 2 მლნ ტონა აგვისტოში, როდესაც ძალაში შევიდა შეთანხმება უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ.

ინფორმაციას აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ის 8 მილიონი ტონა, რომელიც 1 აგვისტოსთვის პორტების გახსნამდე იქნა ექსპორტირებული, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნის ექსპორტზე თითქმის ორნახევარჯერ ნაკლებია. ომის დროს 10 მლნ ტონა ექსპორტიდან 3,5 მილიონზე მეტი ექსპორტირებულია პორტებით, 3,1 მილიონი ტონა - სარკინიგზო, 1,1 მილიონი ტონა - საავტომობილო გზით.

უკრაინის სურსათის ექსპორტის თითქმის ნახევარი, 48,9%, სიმინდია, დანარჩენი კი მზესუმზირის თესლი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, ქერი და სხვა კულტურები და პროდუქტებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი