სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა.

სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი