ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან აღჭურვილობა და სამხედროების რაოდენობა გაზარდეს

გამოქვეყნდა:

"ენერგოატომის" ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგროვებენ აღჭურვილობას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე და სადგურზე სამხედროების რაოდენობა გაზარდეს.

"გუშინ, 22 აგვისტოს, ოკუპანტებმა სადგურის სარემონტო ზონაში დამატებით შემოიტანეს ორი ჯავშანტრანსპორტიორი და ექვსი სპეციალური სატვირთო მანქანა. საერთო ჯამში, სადგურის ტერიტორიაზე 40 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკაა განლაგებული.

16 სამხედრო მანქანა პირველ ენერგობლოკთანაა, ხოლო მეორესთან შვიდი. ოკუპანტებმა კიდევ 12 ერთეული ტექნიკა გადაიყვანეს ესტაკადის ქვეშ“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

აგვისტოში რუსმა ოკუპანტებმა რამდენჯერმე დაბომბეს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ასევე, ოკუპანტებმა ატომურ ელექტროსადგურზე სამხედრო საწყობი გააკეთეს და ატომურ ბლოკებს შორის მძიმე არტილერიას მალავენ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი