ავღანეთში წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 95 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ავღანეთში წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 95 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ხელისუფლება ამბობს, რომ დაზიანებულია ათასობით სახლი.

გასული ათი დღის განმოვლობაში გარდაცვალების შემთხვევები ქვეყნის 10 პროვინციაში აღირიცხა. ქვეყანა ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა.

კატასტროფების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ ივნისის შუა რიცხვებიდან წყალდიდობას 820 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ან განადგურდა თითქმის 320 000 სახლი და დაზიანდა 129 ხიდი.

ხელისუფლება მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს, დაეხმარონ წაყლდიდობით დაზარალებულ ოჯახებს, არა მხოლოდ საკვებით, მედიკამენტებითა და თავშესაფრით, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი