ბალტიის ქვეყნებმა, ფინეთმა და პოლონეთმა შესაძლოა, მათ ქვეყნებში რუს ტურისტებს შესვლა აუკრძალონ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ფინეთმა, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, შესაძლოა ქვეყანაში რუსი ტურისტების შესვლა აკრძალონ, თუ ევროკავშირი არ აამოქმედებს აკრძალვას მთელი ეკონომიკური ბლოკის მასშტაბით. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს  ევროკავშირის მასშტაბით რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვაზე უნდა იმსჯელონ. ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსებისთვის ვიზების გაცემის რეგიონალური აკრძალვისას,  გამოყენებულ უნდა იქნას საერთო ნორმები, რათა აკრძალვა შეეხოთ ტურისტებს, დისიდენტებს კი შესვლის საშუალება ჰქონდეთ.

"რუსი ტურისტები არ უნდა იყვნენ ევროკავშირში, მათი ქვეყანა [უკრაინაში] ჩადის გენოციდს", - თქვა ლანდსბერგისმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი