მორიგი ფინანსური სანქცია კრიტიკულ მედიას - ბექაურის მარეგულირებელმა კომისიამ "ქართული ოცნების" საჩივარი განიხილა, დააკმაყოფილა და "მთავარი არხი" 118 ათას 688 ლარით დააჯარიმა, ხოლო "ფორმულა" და "ტვ პირველი" წერილობით გააფრთხილა.
ამჯერად სანქციის მიზეზი "შინ ევროპისკენ" ვიდეორგოლი გახდა, რომელიც 24 ივნისის აქციისთვის მომზადდა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კლიპი პოლიტიკური რეკლამაა, რომელიც ეთერში არასაარჩევნო პერიოდში გავიდა. გარდა ამისა, "ოცნება" თვლის, რომ მასში გამოყენებული ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპული კომენტარები, დამახინჯებულია.
კომისიამ განმარტა, რომ "ფორმულასა" და "ტვ პირველისთვის" ეს პირველი დარღვევაა, ხოლო "მთავარი არხისთვის" წელს მეხუთე.