
პანდემიამ ჩინეთში ქორწინებისა და შობადობის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ კოვონავირუსმა გავლენა იქონია ქვეყნის დემოგრაფიაზე. მათი თქმით, ამ წელს ჩინეთში ახალშობილთა რიცხვი რეკორდულ ნიშნულამდე, 10 მლნზე დაბლა დაეცა, როდესაც გასულ წელს 10,6 მლნი ბავშვი დაიბადა
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით შობადობის მკვეთრ ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემის დასაძლევად, ჩინეთის ხელისუფლებამ გასული წლის განმავლობაში შემოიღო ისეთი ზომები, როგორებიცაა ხანგრძლივი დეკრეტული შვებულება, საგადასახადო შეღავათები, გაძლიერებული სამედიცინო დაზღვევა და საბინაო სუბსიდიები.