"რუსეთი დუგინას მკვლელობაში პასუხისმგებელ პირებს არ შეიწყალებს" | ლავროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთი დუგინას მკვლელობაში პასუხისმგებელ პირებს არ შეიწყალებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

”მჯერა, რომ ეს არის ბარბაროსული დანაშაული, რომლისთვისაც არ უნდა იყოს პატიება და მათთვის, ვინც ეს მოაწყო”, - თქვა ლავროვმა 

გარდა ამისა ლავროვი ამბობს, რომ გამოძიება მალე დასრულდება, დასრულების შემდეგ კი ორგანიზატორები და მკვლელობის შემკვეთი პირები უმოწყალოდ დაისჯებიან.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დუგინას მკვლელობაში ბრალი უკრაინის სპეცსამსახურებს დააკისრა. უკრაინა დუგინას მკვლელობაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს და FSB-ის პრეტენზიებს ფიქტიურს უწოდებს.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დუგინას​​ მკვლელობას "სამარცხვინო და სასტიკი დანაშული" უწოდა და დუგინა სიკვდილის შემდეგ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გამბედაობის თავგანწირვისა და მამაცობის ორდენით დააჯილდოვა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი