
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო ზეწოლა პუტინსა და მის გარემოცვაზე, ვიდრე უკრაინელების უფლებები სათანადოდ არ იქნება დაცული.
"უნდა გავაგრძელოთ მტკიცება, რომ ყირიმი უკრაინაა. ისევე, როგორც დონეცკი და ლუგანსკი, ისევე როგორც უკრაინის ნებისმიერი სხვა ნაწილი არის უკრაინა. ზუსტად ეს იყო ჩვენი პოზიცია 2014 წელს, ესაა ჩვენი პოზიცია 2022 წელსაც... ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინსა და მის თანამოაზრეებზე, ვიდრე უკრაინელი ხალხისა და სუვერენული ქვეყნის უფლებები სათანადოდ არ იქნება დაცული"- ამბობს ბლინკენი
ბლინკენმა ხაზი გაუსვა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული და დიპლომატიური დახმარების გაგრძელების აუცილებლობას და თქვა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.