
2022 წლის მხოლოდ 6 თვეში პარლამენტმა რესტორნებში 207 ათას ლარზე მეტი დახარჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, პარლამენტის ფავორიტ საკვებ დაწესებულებებს შორის პირველ ადგილს “ჯი ემ თი მთაწმინდა” 80 000 ლარით იკავებს, ხოლო მეორე ადგილზეა “მონოგრაფი”, რომელთანაც პარლამენტმა 29,500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პარლამენტმა 21 ხელშეკრულება გააფორმა სარესტორნო მომსახურების მიღების მიზნით.
პარლამენტის ფავორიტ საკვებ დაწესებულებებს შორის პირველ ადგილს “ჯი ემ თი მთაწმინდა” იკავებს 80,000 ლარით.
მეორე ადგილზეა “მონოგრაფი”, რომელთანაც პარლამენტმა 29,500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის გამოსაკვებად ბიუჯეტიდან დღიურად 1.30-2.65 ლარი იხარჯება.
2021 წლის სტატისტიკით ყოველი მეექვსე ქართველი უკიდურესად გაჭირვებულია და ინფლაციის ფონზე მათი მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა', - წერია განცხადებაში.