რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა | ანალენა ბერბოკი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა.

ბერლინში მის ისლანდიელ კოლეგასთან თორდის გილფადოტირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბერმოკმა განაცხადა, რომ "ის, რაც მოხდა ბოლო ექვს თვეში, ვერასოდეს იქნება ანულირებული“.

მისი თქმით, სანამ ეს სასტიკი და აგრესიული ომი გაგრძელდება, გერმანია ამხედრო დახმარებით უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. 

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "უკრაინელი ხალხის მხარესაა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მათ გმირულ ბრძოლაში".

მან პირობა დადო, რომ " უკრაინას აღდგენაში დაეხმრება, რათა ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს იმედისა და ოცნების მიზეზი".  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი