მტერთან საერთო ენის გამონახვა არ გვაინტერესებს. უკრაინელი ერი ხელებს ჰაერში მხოლოდ გამარჯვების აღსანიშნავად აწევს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

არანაირი დათმობა ან კომპრომისი. ესენი ჩვენთვის უცნობი სიტყვებია. დონბასი და ყირიმი უკრაინაა და მას ნებისმიერ ფასად დავიბრუნებთ - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში:

ეს დროშა ყველგან უნდა ფრიალებდეს. ზუსტად ისე, როგორც წესია და როგორც მას ეკუთვნის. ის უნდა ფრიალებდეს როგორც დონბასში, ასევე ყირიმში. მტერი ფიქრობდა რომ ყვავილებით და შამპანურებით შევხვდებოდით. მან კი მოლოტოვის კოქტეილები და სამგლოვიარო ყვავილები მიიღო. ელოდა ოვაციებს და აფეთქებები ესმის. ეგონათ რომ რამდენიმე დღეში ჩვენს დედაქალაქში აღლუმს მოაწყობდა. დიახ, მტერს შეუძლია ეს აღლუმი მხოლოდ საკუთარი, რუსული განადგურებული ტექნიკის ფონზე იხილოს. დამწვარი, განადგურებული და აფეთქებული ტექნიკის ფონზე. 

6 თვეა ჩვენს მიწას მედგრად ვიცავთ. გვიჭირს, თუმცა კბილებით ვიცავთ. უფლება არ გვაქვს ბოლომდე არ ვიბრძოლოთ. ადრე ვამბობდით, რომ ომი მოლაპარაკებებით უნდა დასრულებულიყო. ახლა ვამბობთ, ის მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულდეს. მტერთან საერთო ენის გამონახვა არ გვაინტერესებს. უკრაინელი ერი ხელებს ჰაერში მხოლოდ გამარჯვების აღსანიშნავად აწევს. ჩვენთვის უკრაინა მთლიანი უკრაინაა. 25-ვე რეგიონი. არანაირი დათმობა ან კომპრომისი. ესენი ჩვენთვის უცნობი სიტყვებია. დონბასი და ყირიმი უკრაინაა და მას ნებისმიერ ფასად დავიბრუნებთ." ნათქვამია მიმართვაში.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი