
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინამ ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოიტოვა და ახლა ქვეყანა მთლიანი ფრონტის ხაზის სტაბილიზციის ეტაპზეა - ამის შესახებ ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ ვართ მთელი ფრონტის ხაზის სტაბილიზაციის ეტაპზე, ქვედანაყოფების მცირე გადაადგილების გზით და ჩვენ იქ ბევრი კარგი შემაკავებელი საშუალება მივიღეთ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისივე თქმით, უკრაინა ახლა ომის ახალი ეტაპის ზღვარზეა. რეზნიკოვის თქმით, უკრაინისთვის ამ ომში ერთ-ერთი მთავარი საფრთხე საერთაშორისო საზოგადოებაში, „დაღლილობის სინდრომია“.
„ამას დაღლილობის სინდრომს ვეძახი და ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა და ამ საფრთხეზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან უნდა ვილაპარაკოთ, ვისაუბროთ, ვკითხოთ ხალხს, რომ ეს დაღლილობა არ იყოს. იმიტომ, რომ ეს ძალიან, ძალიან საშიშია ჩვენთვის“, - თქვა რეზნიკოვმა.