სურამში ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

სურამში, ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულ 34 წლის მამაკაცს ოფიციალურად ბრალს დღეს წარუდგენენ. ილია ქურდაძეს სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელიც ამბობს, რომ დაკავებულს შეხვდა და ის ფაქტს არ უარყობს. მისივე ინფორმაციით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაც მიიღო.

ფემიციდის კიდევ ერთი ფაქტი ხაშურის მუნიციპალიტეტში გუშინ, გამთენიისას მოხდა. 34 წლის მამაკაცმა 31 წლის ცოლი მძინარე მდგომარეობაში ცეცხლსასროლი იარაღით ლოგინში ჩაცხრილა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ.  

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში ეს  ფემიციდის უკვე მეოთხე შემთხვევაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი