აშშ-მ უკრაინისთვის მორიგი უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გამოაცხადა, ეს ნიშნავს ომის საბოლოოდ გარდატეხას თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის 3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ეხმაურება.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესასწაულზე გამოაცხადა უკრაინისთვის მორიგი უპრეცედენტო 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. ეს ნიშნავს ომის საბოლოოდ გარდატეხას უკრაინის თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ.

ჩვენები ამზადებენ დიდ კონტრშეტევას და ამ ახალი იარაღის დახმარებითაც უკრაინა შემოდგომაზე დაიბრუნებს ხერსონს და ზაპოროჟიეს ცალკეულ რაიონებს.

მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ამერიკა აამოქმედებს ლენდლიზს გაიხსნება გზა დონბასის, ყირიმის, მთელი უკრაინის გასათავისუფლებლად და აგრესორის საბოლოოდ დასამარცხებლად", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი