
ჩვენი თავისუფლებისთვის მარადიულ მტერთან დიდი ომი მიმდინარეობს - ამ სიტყვებით, უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული აზოვის პოლკი:
"ჩვენი ერი გახდება უფრო შეგნებული და ამის გამო, გაძლიერდება, რათა საბოლოოდ გასცეს გამანადგურებელი პასუხი და სამუდამოდ დასაჯოს დამნაშავეები ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს საუკუნეების განმავლობაში.
ამოცანა ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ახლა "აზოვი" თითოეულ ჩვენგანშია. "აზოვი" არის მთელი უკრაინა!" ნათქვამია ვიდეომიმართვაში.