
ბათუმის მერი ამტკიცებს, რომ დღეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობას და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოსვლას აპირებდა. არჩილ ჩიქოვანმა ბრიფინგი ქართული ოცნების ოფისში ჩაატარა:
„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სწორედ დღევანდელ დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა ტელევიზიებმა შეეცადნენ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული ღონისძიებების თითქოსდა მოფიქრებით კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას, რაც ამ ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან სამწუხარო ფაქტი." თქვა ჩიქოვანმა
დღეს ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება საღამოს 8 საათზე დაიწყება. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი ხელოვნური პრობლემების მიუხედავად, აქცია - კონცერტი უცვლელი გეგმით ჩატარდება.
საოცრებათა პარკში ამ დრომდე მიმდინარეობს სცენისა და მონიტორის მონტაჟი. არჩილ ჩიქოვანი უკმაყოფილო მხოლოდ იმ ფაქტითაა რომ მისი მოადგილის და აქციის ორგანიზატორების მიმოწერა გასაჯაროვდა.
შეგახსენებთ სოფო ხალვაშს დაგეგმილ ღონისძიებაზე საკუთარი მოთხოვნები ჰქონდა - ან კონცერტი ან ვიდეოები - ეს იყო მისი პირობა.
ბათუმის მერმა სოფო ხალვაშისა და აქციის ორგანიზატორის მიმოწერის გასაჯაროებისთვის, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს მიმართა.